"აუდიტ ენდ ლეგალ სერვისი" აუდიტორული კომპანიაა, რომელიც უკვე 4 წელია წარმატებულად მოღვაწეობს საქართველოს საფინანსო და იურიდიულ ბაზრებზე. კომპანია დაკომპლექტებულია შედეგზე ორიენტირებული და მიზანსწრაფული ექსპერტებითა და სპეციალისტებით, რომლებიც მომსახურების მაღალ სტანდარტებზე არიან ორიენტირებულები. კომპანიაში დასაქმებული იურისტები და აუდიტორები უკვე 10-12 წელია წარმატებულად მოღვაწეობენ, და გააჩნიათ მდიდარი გამოცდილება. ორგანიზაციის კორპორატიულ კულტურას და მთავარ ღირებულებას პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი ერთგულება წარმოადგენს. სწორედ ამის დამსახურებაა საზოგადოებაში კომპანიის რეიტინგი და ნდობის მაღალი მაჩვენებელი.
თქვენი ხარჯების ეკონომია და რისკების დაზღვევა - ჩვენთან დანერგილი სამუშაო სტრუქტურის შედეგად ხორციელდება თქვენი ხარჯების ეკონომია. ჩვენს ვაღწევთ ამას შემდეგი გზით: თქვენს საბუღალტრო აღრიცხვას აწარმოებს ბუღალტერი, მის მიმდინარე კონკტროლს ახორციელებს აუდიტორი, პარალელურად ბუღალტერი მუშაობს იურისტის ზედამხედველობის ქვეშ და მასთან გადის კონსულტაციებს. შესაბამისად თქვენ ახდენთ სამი კადრის ეკონომიას. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მაინც გაიპარება რაიმე სახის შეცდომა, ჩვენ GPI ჰოლგინგში გვაქვს დაზღეული პასუხისმგებლობა.