არ არსებობენ უშეცდომო ადმიანები მათ შორის თქვენი ბუღალტრებიც ადამიანებ არიან. იმისათვის რათა ეს შეცდომები არ დაგიჯდეთ ძვირი ჩაიტარეთ აუდიტი:

საგადასახადო აუდიტი

საგადასახადო აუდიტი – არის ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის მდგომარეობის შემოწმება, რომლის შედეგად ხდება საწარმოების საგადასახადო რისკების შეფასება და მათი მინიმუმამდე დაყვანა. აუდიტის პროცესში მოწმდება ყველა სახეობის გადასახადის საგადასახადო ბაზა, ტარდება საგადასახადო აღრიცხვისა და საგადასახადო ანგარიშგების აუდიტი, როგორც კომპლექსური, ასევე ცალკეული გადასახადების მიმართ:

  • საშემოსავლო გადასახადი;
    • მოგების გადასახადი;
    • დამატებითი ღირებულების გადასახადი;
    • აქციზი;
    • ქონების გადასახადი;
    • საბაჟო გადასახადები და მოსაკრებლები;

აუდიტის მიმდინარეობისას ხორციელდება ინფორმაციის შეკრება და ანალიზი გადამხდელის შესაძლებლობების შესახებ დაბეგვრის ოპტიმიზაციის თვალსაზრისით. აღნიშნული აუდიტი საშუალებას გვაძლევს ობიექტურად შევაფასოთ კომპანიის ფინანსური აღრიცხვა, გადასახადების გადახდის და გაანგარიშების სისწორე. აუდიტორული შემოწმების ჩატარების დროს ჩვენ უფასო კონსულტაციას გავუწევთ თქვენს თანამშრომლებს დაბეგვრის საკითხების თაობაზე.

აუდიტორული შემოწმების შედეგად თქვენ მიიღებთ:

** აუდიტორულ დასკვნას
** დაწვრილებით ანგარიშს გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების მითითებით და მათი აღმოფხვრისრეკომენდაციებით
** შიდა კონტროლის სისტემის სქემების სრულყოფის რეკომენდაციებს.

sagadasaxado auditi
საგადასახადო აუდიტი

ფინანსური ანგარიშგების აუდიტი

ფასს (ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები) განკუთვნილია ნებისმიერი სავაჭრო, საწარმოო და სხვა კომერციული კომპანიების (ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ჩათვლით) ფინანსური ანგარიშგების შედგენისათვის, მათი საქმიანობის სახის, დარგობრივი კუთვნილებისა და საორგანიზაციო-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად.

აღნიშნული ანგარიშგება ორიენტირებულია ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლების ფართო წრეების (აქციონერების, კრედიტორების, დამფუძნებლების, დაქირავებული მუშაკების) საინფორმაციო მოთხოვნილებებზე. აუდიტის საშუალებით დგინდება კომპანიის ფინანასური ანგარიშგების შესაბამისობა ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან, იგი მოიცავს კომპანიის ფინანსური მდგომარეობის (ბალანსის), საქმიანობის შედეგების (მოგება-ზარალის), ფულადი სახსრების მოძრაობის (ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისის) და საკუთარ კაპიტალში ცვლილებების შესახებ ანგარიშგების აუდიტს.

აუდიტორული შემოწმების ჩატარების შედეგად:

  • მიიღებთ აუდიტორულ დასკვნას, რომელიც მომხმარებელთა ფართო წრისათვის ზრდის ფინანსური ანგარიშგების სანდოობის ხარისხს;
    • დაადგენთ კომპანიის რეალურ ფინანსურ მდგომარეობას, შედეგს (მოგება-ზარალი) და ფულადი სახსრების მოძრაობას.
    • მიიღებთ დაწვრილებით ანგარიშს გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების მითითებით, მათი აღმოფხვრისა და ასევე შიდა კონტროლის სისტემის სქემების სრულყოფის რეკომენდაციებს.

ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შედგენილი ანგარიშგება გამჭვირვალე და ინფორმატიულია უცხოელი ინვესტორებისათვის და გზას უხსნის ქართულ კომპანიებს საერთაშორისო ბაზარზე

finansuri auditi
ფინანსური აუდიტი

სავალდებულო აუდიტი

სავალდებულო აუდიტი აუცილებელი ყოველწლიური აუდიტორული შემოწმებაა, ფინანსური ანგარიშგების სანდოობის დადასტურების მიზნით.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სავალდებულო აუდიტს ექვემდებარება:

ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, სპეციალური სახელმწიფო ფონდები, საფონდო და სასაქონლო ბირჟები;
ფასიანი ქაღალდების ემიტენტები და საინვესტიციო ინსტიტუტები;
სხვა სუბიექტები, რომელთა სიასაც ყოველწლიურად ამტკიცებს ფინანსთა სამინისტრო (,,აუდიტორული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლი);
,,ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით ანგარიშვალდებული საწარმოები, რომელთა ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ არის დაშვებული ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ლიცენზირებული საწარმოები (,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლი);
საჯარო სამართლის იურიდიული პირები (,,საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ,, საქართველოს კანონის მე-14 მუხლი);
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები (,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 57-ე მუხლი და ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლი).

აუდიტის ჩატარების შედეგად თქვენ მიიღებთ: 

**  აუდიტორულ დასკვნას
**  დაწვრილებით ანგარიშს გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების მითითებით და მათი აღმოფხვრის რეკომენდაციებით
**  შიდა კონტროლის სისტემის სქემების სრულყოფის რეკომენდაციებს

სავალდებულო აუდიტი

მონაწილეობა საგადასახადო დავებში

ჩვენი კომპანიის პროფესიონალ იურისტთა ჯგუფი მზად არის გამარჯვების მიღწევამდე დაიცვან თქვენი ინტერესები სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოებთან და სასამართლოებში დავის დროს.

ინტერესების დაცვაში იგულისხმება:
საგადასახადო და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან წარმოქმნილ დავებში მონაწილეობა, თქვენი ინტერესების დაცვა გამოცდილი იურისტებისა და აუდიტორების მონაწილეობით სახელმწიფო ორგანოების, მათ შორის საგადასახადო ორგანოების ქმედებების სამართლებრივი ექსპერტიზა კონსულტაციები საგადასახადო შემოწმებების მიმდინარეობისას და საგადასახადო ორგანოების ქმედებების სამართლებრივი შეფასება ინტერესების წარდგენა და დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში სასარჩელო და სხვა სახის განცხადებების, საჩივრების და საჭირო საპროცესო დოკუმენტაციის მომზადება

sagadasaxado davebi
წარმომადგენლობა საგადასახადო დავებში

ქონების შეფასება

უძრავი ქონების შეფასება

უძრავი ქონება წარმოადგენს საინვესტიციო სფეროს ბრუნვაში არსებულ საქონელს.
მის(უძრავი ქონების) ობიექტს წარმოადგენს სხვადასხვა დანიშნულების მიწის ნაკვეთი დამასთან დაკავშირებული გაუმჯობესებები, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობები,ბინები, სახლები, კოტეჯები, საოფისე, კომერციული დანიშნულების და სხვა შენობა ნაგებობანი. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, უძრავი ქონებაშეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების საკუთრებაში. ამავე დროს,უძრავ ქონებას მფლობელისთვის მოაქვს როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი შემოსავალი,რომელიც დამოკიდებულია უძრავი ქონების გამოყენების სახეზე.  შედეგად წარმოიქმნება უძრავის ქონების შეფასების (ღირებულების დადგენის) მოთხოვნა. იგი თავის თავში მოიცავსღირებულების განსაზღვრის სხვადასხვა ტიპს. ყველაზე გავრცელებულია უძრავი ქონების საბაზრო, სალიკვიდაციო დააღდგენითი ღირებულების განსაზღვრა. საბაზრო ღირებულება წარმოადგენს გამოთვლად ფულად სიდიდეს, რომლითაც გაიცვლება ქონება შეფასების თარიღისთვისდაინტერესებულ მყიდველსა და დაინტერესებულ გამყიდველს შორის “გაშლილი მკლავის” პრინციპით ტრანზაქციისას,მართებული მარკეტინგის ჩატარების შემდეგ, როდესაც თითოეული მხარე მოქმედებს გათვითცნობიერებულად, წინდახედულადდა ძალდატანების გარეშე. ე.ი. ფასი, რომლითაც კლიენტი ყიდულობს უძრავ ქონებას, რომელიც ფლობს ბაზარზე არსებულმდგომარეობას. გამოიყენება ყიდვა-გაყიდვის და იჯარის თანხის მოცულობის განსაზღვრის დროს და ა. შ..

auditi, bugalteria, advokati
ქონების შეფასება

დეტალებისათვის დარეკეთ: 555279696 ან info@alservice.ge