ჩვენ გთავაზობთ საბუღალტრო აღრიცხვის მოქნილ სისტემას რომელიც მაქსიმალურად მორგებული იქნება თქვენი ორგანიზაციაზე და გაითვალისწინებს მის მოცულობას, სირთულესა და სპეციფიკას:

საბუღალტრო აღრიცხვის დისტანციური წარმოება

პირებს, რომელთაც ადგილზე არ ესაჭიროებათ ბუღალტერი, ჩვენი სპეციალისტები, ადმინისტრაციასთან წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, სთავაზობენ დამკვეთისაგან პირველადი დოკუმენტაციისა და საბუღალტრო ინფორმაციის წამოღების და შემდგომ, საბუღალტრო პროგრამაში დამუშავების უზრუნველყოფას.

ჩვენთან გადახდილი მომსახურების თანხა გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე ერთი ბუღალტრის ხელფასი, საკანცელარიო, საბუღალტრო ფორმებისა და საბუღალტრო პროგრამის ღირებულების ერთიანი ხარჯი. ამასთანავე, თქვენ მოგემსახურებიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და მათგან მიიღებთ სათანადო დონის მომსახურებას.

ბუღალტრული კომპანია

საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება ადგილზე

პირებს, რომელთაც მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელია, ადგილზე ჰქონდეთ საბუღალტრო აღრიცხვის სამსახური, ვთავაზობთ სპეციალისტებს, რომლებიც ადგილზე გაუძღვებიან სამეურნეო ოპერაციების ბუღალტრულ აღრიცხვას. ამასთანავე, ისინი მიიღებენ მაღალკვალიფიციურ კონსულტაციებსა და ინფორმაციებს, მიმდინარე სამართლებრივი სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ საბაჟო, საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის სფეროში.

ყოველთვიურად ჩვენი ფირმის სარევიზიო ჯგუფი გადაამოწმებს მათ მიერ გაწეულ საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვის სიზუსტეს და უტყუარობას.

ბუღალტერია, ბუღალტრული, საბუღალტრო
ბუღალტერიის წარმოება_alservice.ge

ბუღალტრული აღრიცხვის აღდგენა

პირებს, რომელთაც არ აქვთ ნაწარმოები საბუღალტრო აღრიცხვა, ან ეჭვი აქვთ, რომ ორგანიზაციაში საბუღალტრო აღრიცხვის ხარისხი დაბალია, ვთავაზობთ საბუღალტრო აღრიცხვის აღდგენას საქმიანობის საწყისი პერიოდიდან.

ბუღალტრული ანგარიშგების აღდგენა
ბუღალტერიის აღდგენა

ბუღალტრული აღრიცხვის სტრუქტურის შექმნა

აღრიცხვის ეფექტური და მოხერხებული სტრუქტურის შექმნა, საბუღალტრო აღრიცხვის პოლიტიკის შემუშავება

ბუღალტრული კომპანია
ბუღალტრული მომსახურება

საბუღალტრო პროგრამების დანერგვა

სამეურნეო ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვისათვის თანამედროვე საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების დანერგვა და სპეციალისტების მომზადება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საბუღალტრო აღრიცხვის ხარისხსა და მუშაობის ეფექტურობას

აღრიცხვის პროგრამების დანერგვა
საბუღალტრო პროგრამა

 

დეტალებისათვის დარეკეთ: 555279696 ან info@alservice.ge