წინამდებარე ხელშეკურლებები  (ხელშეკრულების ნიმუში) გათვალისწინებულია პირებისათვის, რომელთაც არ გააჩნიათ იურიდიული განათლება (ბუღალტრები, მცირე კომპანიების დირექტორები…) და ითვალიწინებენ ყველა იმ ძირითად პირობას, რომელიც ზოგადად ახასიათებს სამოქალაქო ბრუნვას.
წინამდებარე ხელშეკურლებები წარმოადგენენ ხელშეკრულებების განზოგადებულ (შაბლონურ) ფორმას და შესაძლოა, რომ ზუსტად ვერ ასახავდეს მხარეთა მიერ მოლაპარაკებულ პირობებს. უფრო დეტალური, მაქსიმალურად ინტერესების დამზღვევი და სპეციფიკაზე მორგებული ხელშეკრულების საჭიროების შემთხვევაში ჩვენი კომპანიის იურისტები გაგიწევენ იურიდიულ მომსახურებას.

შრომითი

შრომითი ხელშეკრულება -2021

შრომითი კონტრაქტი გამოსაცდელი ვადით

იჯარა

იჯარა (ფართის იჯარა)

ავტომობილის იჯარის ხელშეკრულება

ყიდვა-გაყიდვა

ავტოსაშუალების ნასყიდობის ხელშეკრულება

ავტონასყიდობა გადახდის განვადებით

ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება (ნასყიდობის კონტრაქტი)

დისტრიბუციის ხელშეკრულება

მიწოდების ხელშეკრულება (ზოგადი)

სესხი

 

სესხის ხელშეკრულება. ხელშეკრულების ნიმუში

 ნარდობა (მომსახურება/დამზადება)

ნარდობის ხელშეკრულება (დამზადება, რაიმეს შეკვეთა)

ხელშეკრულება მომსახურების გაწევის თაობაზე

 

სხვადასხვა

წინარე ხელშეკრულება

შეთანხმება

შეთანხმება ხელშეკრულების გაუქმებაზე

შეთანხმება ხელშეკრულების ცვლილებაზე

მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება

 

შპს ეი ელ ეს

ასევე სასურველია გაეცნოთ:

ხელშეკრულების ტექსტში წითლად მოცემულია ის მონაცემები, რომლებიც ექვემდებარება ცვლილებას.  ისეთები როგორიცაა მხარეთა დასახელება, ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, ვადები, თანხა და ა.შ. ხელშეკრულებების შაბლონები შედგენილია ქართულ ენაზე საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით. პერიოდულად კანონმდებლობის ცვლილებებიდან გამომდინარე ხდება არსებულ შაბლონების ცვლილებებიც და მისადაგება არსებულ მოთხოვნებთან. ამასთანავე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რაც ზემოთ უკვე იქნა აღნიშნული. კერძოდ ხელშეკრულებები იმგვარად არის შედგენილი რომ მოერგოს მაქსიმალურად ფართო სპექტრს (სხვადასხვა განსხვავებული ტიპის ორგანიზაციებისთვის რომლებიც დაკავებულნი არიან სხვადასხვა საქმიანობით) და მოიცვას მაქსიმალურად ფართო ვარიაციები, რაც შეიძლება იწვევდეს იმ გარემოებას რომ სრულად ვერ ასახავდეს თქვენსა და თქვენს პარტნიორ კომპანიასთნ შეთახმებულ პირობებს, ასეთ შემთხვევაში (როდესაც მოლაპარაკებულნი ხართ განსაკუთრებულ და განსხვავებულ პირობებზე ) თქვენ ან თავად უნდა ჩაამატოთ პუნქტები არსებულ შაბლონებში (გასათვალისწინებელია ის გარემობაც რომ არაიურისტების მიერ ხელშეკრულებასი ცვლილებების შეტანა შეიძლეაბ იწვევდეს მისის სამართლებივ გაუმართაობას) ან მიმართოთ იურისტებს.

ხშირად დასმული კითხვებიდან გამომდინარე დამატებით განვმარტავთ – ხელშეკრულებას რომელიც უნდა გაფორმდეს თქვენსა და კონტრაქტორს შორის ხელი უნდა მოაწეროს დირექტორმა  (შპს, სს)  ვინაიდან კანონმდებლობა მხოლოდ მას ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, კომპანიის “დამფუძნებელი ” ან “პარტნიორი” არ არის უფლებამოსილი მოაწეროს ხელშეკრულებას ხელი თუ იგი ამავდროულად არ წარმოადგენს დირექტორსაც.  ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება დირექტორმა ამა თუ იმ ხელშეკრულების გაფორმების უფლება მინდობილობით შეიძლება მიანიჭოს ნებისმიერ ქმედუნარიან პიროვნებას.

ორენოვანი