ქონების შეფასება           

                                  დარეკეთ 592 23 61 76 ან მოგვწერეთ info@als.ge

კომპანიის სერტიფიცირებული და გამოცდილი გუნდი გთავაზობთ უძრავი და მოძრავი ქონების შეფასებას უმოკლეს ვადაში და ხარისხის უმაღლესი სტანდარტით. ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ დეტალურ კონსულტაციას და მაღალ დონეზე შესრულებულ შეფასების ანგარიშს ყველაზე მისაღებ ფასად, კონფიდენციალურობის და ეთიკის ნორმების დაცვით.

შეფასება ხორციელდება შეფასების საერთაშორისო სტანდარტების შსს (2020) შესაბამისად. შსს (2020) დანერგილია და აქტიურად გამოიყენება შეფასების პროცესში 137 ქვეყანაში.

“ეი ელ ეს” ის ყველა შემფასებელი სერტიფიცირებულია ”შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერტიფიკაციის ორგანოს” მიერ, რომელიც თავის მხრივ აკრედიტირებულია  ააიპ „შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს“ (ბრიტანეთი) და სსიპ “აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს” (თბილისი) მიერ, საერთაშორისო სტანდარტის ISO 17024 შესაბამისად.

შეფასების მიზნობრიობა

შეფასების ანგარიში შესაძლებელია დაგჭირდეთ სხვადასხვა მიზნისთვის, კერძოდ:

  • ქონების რეალიზაცია და შეძენა;
  • აუქციონზე გატანა;
  • ქონების დაზღვევა;
  • ბანკში წარდგენა (მაგ. კრედიტის უზრუნველყოფა);
  • ფინანსური აუდიტი (მაგ. ფინანსურ ანგარიშგებაში სწორი ღირებულებით ასახვა);
  • სასამართლოში წარდგენა (მაგ. მემკვიდრეობა, ჩუქებით გადაცემა, გაყოფა);
  • შემოსავლების სამსახურში წარდგენა (მაგ. გადასახადებით დასაბეგრი ბაზის დადასტურება);
  • საწარმოს კაპიტალში შენატანი/ამოღება;
  • საინვესტიციო პროექტის განხორციელება;
  • ქონების საუკეთესო გამოყენების დადგენა;
  • და სხვა.

უძრავი ქონების შეფასება

“ეი ელ ეს ქონსალთინგი” გთავაზობთ უძრავი ქონების შეფასების ფართო სპექტრს:

  • ბინა;
  • კერძო სახლი;
  • კომერციული ფართი;
  • დაუმთავრებელი მშენებლობა;
  • სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი;
  • არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი;

მოძრავი ქონების შეფასება

“ეი ელ ეს ” გთავაზობთ ყველა სახის აქტივის შეფასებას, რომელიც მიეკუთვნება მოძრავ ქონებას, კერძოდ:

  • მანქანა-დანადგარები;
  • მსუბუქი მანქანები;
  • სპეც-ტექნიკა;
  • აგრეგატები/იმპლემენტები;
  • სასაქონლო მატერიალური მარაგები;
  • კომპიუტერული და სხვა ელექტრო ტექნიკა;
  • საყოფაცხოვრებო ნივთები;
  • და სხვა.

სერვისის ღირებულება და ვადა

შეფასების სერვისის ფასი ფიქსირებული არ არის, ვინაიდან საჭიროა ყველა შეფასების ობიექტზე ინდივიდუალური მიდგომა. ფასს განსაზღვრავს სხვადასხვა ფაქტორები, კერძოდ:

  • მასშტაბი (შეფასების ობიექტების რაოდენობა);
  • ობიექტების ადგილმდებარეობა;
  • შეფასების მიზნობრიობა;
  • სირთულე;
  • და სხვა;

შესაბამისად, შეფასების შესრულების ვადაც დამოკიდებულია ზემოთ ხსენებულ ფაქტორებზე.

მეტი ინფორმაციისათვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ, ჩვენ გაგიწევთ უფასო კონსულტაციას და გაგცემთ ამომწურავ პასუხებს ნებისმიერ კითხვაზე.

დარეკეთ 555 17 04 07 ან მოგვწერეთ info@als.ge

 

შპს ეი ელ ეს

ასევე. სასარგებლო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.