ქირავნობის ხელშეკრულება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მესამე თავში, კერძოდ კი 531-575 მუხლებში, მოწესრიგებულია საიჯარო ურთიერთობა.
მიუხედავად იმისა, რომ ქირავნობა იჯარის მსგავსად წარმოადგენს ქონების დროებით სარგებლობას განსაზღვრული ანაზღაურების (ქირის) სანაცვლოდ, მათ შორის მაინც არის არსებითი სხვაობა.
საიჯარო ურთიერთობა გამოიყენება კომერციული მიზნებისთვის ანუ, შემოსავლის მისაღებად (მაგ.კომერციული ფართის იჯარა ოფისის ან კვების ობიექტის განსათავსებლად.
იჯარა, ასევე, შეიძლება მოხდეს მიწის ნაკვეთის, ინვენტარის, ავტოსანტრასპორტო საშულებისა და სხვა მოძრავი ან/და უძრავი ნივთების.)
ხოლო, ქირავნობით გაცემული უძრავი ქონება გამოიყენება პირადი სარგებლობისთვის, შემოსავლის მიღების გარეშე (მაგ. ბინის ქირავნობა საცხოვრებლად)
თუმცა, ორივე შემთხვევა ექვემდებარება ანაზღაურებას.
ასევე, მხარეები თავად ადგენენ ქირავნობის თანხის ოდენობას.
ქირავნობის მხარეებს წარმოადგენს გამქირავებელს – ქონების მესაკუთრე, და დამქირავებელი პირი, რომელიც ქირით იღებს გამქირავებლის საკუთრებას.
გარდა ამისა, სამოქალაქო კოდექსში, გვხვდება ცნება „ქვექირავნობა“ რაც გულისხმობს დამქირავებლის მიერ, ნაქირავები ქონების მესამე პირზე გაქირავებას – ქვექირავნობით გაცემას.
აღნიშნული, რა საკვირველია, შესაძლებელია მხოლოდ გამქირავებლის თანხმობის საფუძველზე. თუმცა, არსებობს შემთხვევა, როდესაც გამქირავებელს არააქვს უფლება განაცხადოს უარი ქვექირავნობაზე.
ასეთი შემთხვევა არის დამქირავებლის საპატიო/პატივსადები მიზეზი. პატივსადებად ითვლება დამქირავებლის ის მიზეზი, რომელიც ამგვარად არის აღიარებული მართლწესრიგისა და სოციალური წესრიგის მიერ.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გამქირავებლის ინტერესები ბოლომდე დაუცველი არ რჩება. მას შეუძლია უარი განაცხადოს,
თუ ქვემოქირავნე წარმოადგენს მისთვის არასასურველ პიროვნებას, ან/და მას აქვს საფუძლიანი ეჭვი, რომ ქვემოქირავნე არსებითად გააუარესებს ქონებას.
ასევე, იჯარისგან განსხვავებით, ქირავნობის ხელსეკრულება არ წარმოადგენს სავალდებულოდ სარეგისტრაციო დოკუმენტს.
ჩვენს მიერ წარმოდგენილია ქირავნობის ხელშეკრულება ნიმუშის სახით, რომელშიც გაწერილია ძირითადი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც პრაქტიკაში ხშირად გვხვდება. რა საკვირველია, აღნიშნული ხელშეკრულების მუხლები ან/და პუნქტები იცვლება მხარეთა შეთანხმების მიერ.
ქირავნობის ხელშეკრულება
სხვა ხელშეკრულებების ნიმუშები შეგიძლიათ იხილოთ ამ გვერდზე.