ორენოვანი ხელშეკრულების ნიმუშები ინგლისურ და რუსლ ენებზე. ხშირად უცხოელ პარტნიორებთან საჭიროა ორენოვანი ხელშეკრულების გაფრმება.  წინამდებარე ხელშეკრულების ნიმუშები დაგეხმარებათ თქვენ სტანდარტული ხელშეკრულებების მოსამზადებლად.  დეტალური და კონკრეტულ პირობებზე მორგებული ხელშეკრულებისათვის თქვენ დაგჭირდებათ პროფესიონალი იურისტების დახმარება. ეწვიეთ ამ გვერდს ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 555 27 96 96 .

მხოლოდ ერთ ენაზე (ქართულად) შედგენილი მსგავსი ხელშეკრულებებისათვის ეწვიეთ ამ გვერდს.

ორენოვანი ხელშეკრულებები

ხელშეკრულების ტექსტში წითელი ფერით გამოყოფილია ის მონაცემები, რომლებიც ექვემდებარება ცვლილებას. ისეთები როგორიცაა მხარეთა დასახელება, ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, ვადები, თანხა და ა.შ. ხელშეკრულებების შაბლონები შედგენილია ქართულ ენაზე საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით. პერიოდულად კანონმდებლობის ცვლილებებიდან გამომდინარე ხდება არსებულ შაბლონების ცვლილებებიც და მისადაგება არსებულ მოთხოვნებთან. ამასთანავე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რაც ზემოთ უკვე იქნა აღნიშნული. კერძოდ ხელშეკრულებები იმგვარად არის შედგენილი რომ მოერგოს მაქსიმალურად ფართო სპექტრს (სხვადასხვა განსხვავებული ტიპის ორგანიზაციებისთვის რომლებიც დაკავებულნი არიან სხვადასხვა საქმიანობით) და მოიცვას მაქსიმალურად ფართო ვარიაციები, რაც შეიძლება იწვევდეს იმ გარემოებას რომ სრულად ვერ ასახავდეს თქვენსა და თქვენს პარტნიორ კომპანიასთნ შეთახმებულ პირობებს, ასეთ შემთხვევაში (როდესაც მოლაპარაკებულნი ხართ განსაკუთრებულ და განსხვავებულ პირობებზე ) თქვენ ან თავად უნდა ჩაამატოთ პუნქტები არსებულ შაბლონებში (გასათვალისწინებელია ის გარემობაც რომ არაიურისტების მიერ ხელშეკრულებასი ცვლილებების შეტანა შეიძლეაბ იწვევდეს მისის სამართლებივ გაუმართაობას) ან მიმართოთ იურისტებს.

ხშირად დასმული კითხვებიდან გამომდინარე დამატებით განვმარტავთ – ხელშეკრულებას რომელიც უნდა გაფორმდეს თქვენსა და კონტრაქტორს შორის ხელი უნდა მოაწეროს დირექტორმა (შპს, სს) ვინაიდან კანონმდებლობა მხოლოდ მას ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, კომპანიის “დამფუძნებელი ” ან “პარტნიორი” არ არის უფლებამოსილი მოაწეროს ხელშეკრულებას ხელი თუ იგი ამავდროულად არ წარმოადგენს დირექტორსაც. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება დირექტორმა ამა თუ იმ ხელშეკრულების გაფორმების უფლება მინდობილობით შეიძლება მიანიჭოს ნებისმიერ ქმედუნარიან პიროვნებას.