დამატებული ღირებულების გადასახადი არის გადასახადი, რაც ემატება რეალიზებული საქონლის ან მიწოდებული მომსახურების ფასს.

შესაბამისად, საქონლის მიმწოდებელს,ან მომსახურების გამწევს  ეკისრება ბიუჯეტში ამ გადასახადის გადახდა,

თუ რათქმა უნდა, პირი არის დღგ-ს გადამხდელი.

პირი გადამხდელად ითვლება,თუ რეგისტრირებულია, ან ვალდებულია, დარეგისტრირდეს დღგ-ს გადამხდელად.

თუ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-თი დასაბეგრი ოპერაციების ჯამი აღემატება 100 000 ლარს,

პირი ვალდებულია, გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს ორ სამუშაო დღეში მიმართოს საგადასახადო ორგანოს გადამხდელად რეგისტრაციისთვის.

თუმცა, ასევე, პირს შეუძლია, ნებაყოფლობით გატარდეს რეგისტრაციაში დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელად.

ბრუნვა, რომელიც არ განიხილება დღგ-თი დასაბეგრ ოპერაციად, არ იღებს მონაწილეობას 100 000 -ის დათვლაში, მაგრამ არის გამონაკლისიც.

2021 წლის პირველი იანვრიდან ახალი კანონმდებლობით 100 000 ლარიან ზღვარში გაითვალისწინება როგორც  18 %-იანი განაკვეთით დასაბეგრი ოპერაციები,

ასევე დამატებითი ღირებულების გადასახადისგან განთავისუფლებული შემდეგი ოპერაციები : ფინანსური ან უძრავ ნივთთან დაკავშირებული ოპერაციები,

თუ ეს პირის ძირითადი საქმიანობაა, საერთაშორისო გადაზიდვა და მასთან დაკავშირებული ოპერაციები და საქონლის ექსპორტი.

დამატებითი ღირეულების გადასახადის განაკვეთი შეადგენს  დასაბეგრი ბრუნვის 18 %-ს.

პირს, რომელიც რეგისტრირებულია დღგ-ს გადამხდელად, შეუძლია შეძენილი საქონლიდან ან მომსახურებიდან  ჩათვლა, რაც, ასევე, შეადგენს 18 %-ს.

დამატებით ღირებულების გადამხდელად რეგისტრაციის (სავალდებულო, ან ნებაყოფლობითი) დროს პირს ენიჭება არაკვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსი,

რის გამოც მას შეზღუდული აქვს მიწოდებულ საქონელზე, ან მომსახურებაზე ა/ფაქტურის გამოწერა, ასევე,

შეძენილი საქონლის ან მომსახურების დროს მიღებული ა/ფაქტურის დადასტურება.

სტატუსის მიუხედავად,  გადამხდელი პირი ვალდებულია, მიწოდების დროს დასაბეგრი ოპერაციიდან ბიუჯეტში გადაიხადოს 18 %, თუმცა, შეძენილი საქონლის, ან მომსახურების დღგ-ს ჩათვლას ვერ შეძლებს.

ამისათვის მან შემოსავლების სამსახურის ვეგ-გვერდიდან განცხადებით უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს კვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.

სავალდებულო პროცედურების გავლის შემდეგ მას მიენიჭება კვალიფიციური გადამხდელის სტატუსი და მოიპოვებს ა/ფაქტურის გამოწერის და დადასატურების უფლებას.

დამატებით ღირებულების გადამხდელად  რეგისტრირებულ პირებს ევალებათ შესაბამისი დეკლარაციის წარდგენა ყოველი თვის 15 რიცხვამდე ( ან არა უგვიანეს 15 რიცხვისა) წინა თვის მონაცემების მიხედვით.

ბიუჯეტში გადასახდელი თანხა წარმოადგენს გადასახდელსა და ჩასათვლელ დღგ-ს შორის სხვაობას, რაც ასევე, სავალდებულოა, ბიუჯეტში გადაირიცხოს მიმდინარე თვის არა უგვიანეს 15 რიცხვისა.

 

შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდი. 

 

კონსულტაციისა და ბუღალტრული მიღების მიზნით ეწვიეთ შესაბამის განყოფილებას.