იჯარის ხელშეკრულების ნიმუში

იჯარის ხელშეკრულება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეხუთე თავში, კერძოდ კი 581-606 მუხლებში, მოწესრიგებულია საიჯარო ურთიერთობა.

იჯარა, ქირავნობის მსგავსად, წარმოადგენს უძრავი ქონების დროებით სარგებლობას გარკვეული ანაზღაურების (საიჯარო ქირის) სანაცვლოდ.

ქირავნობისგან განსხვავებით, იჯარით ქონების გაცემა ხდება კომერციული მიზნებისთვის, შემოსავლის მისაღებად. (მაგ.: კომერციული ფართის იჯარა ოფისის ან კვების ობიექტის განსათავსებლად.

იჯარა, ასევე, შეიძლება მოხდეს მიწის ნაკვეთის, ინვენტარის, ავტოსანტრასპორტო საშულებისა და სხვა მოძრავი ან/და უძრავი ნივთების).

ქირავნობით გაცემული უძრავი ქონება გამოიყენება პირადი სარგებლობისთვის, შემოსავლის მიღების გარეშე (მაგ. ბინის ქირავნობა საცხოვრებლად), თუმცა, ორივე შემთხვევა ექვემდებარება ანაზღაურებას.

მხარეები თავად ადგენენ საიჯარო ქირის ოდენობას და სახეს. შეთანხმბისამებრ, შესაძლებელია ანაზღაურება მოხდეს ფულადი სახით ან ნატურით.

იჯარის მხარეებს წარმოადგენს მეიჯარე – ქონების მესაკუთრე,  და მოიჯარე, პირი, რომელიც იჯარით იღებს მეიჯარეს საკუთრებას, ორივე მხარე შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი. აღნიშნულს მნიშვნელობა აქვს მხოლოდ გადასახადებისა და საიჯარო ქირის დაბეგვრის კუთხით.

სამართლებრივად, ყველა შემთხვევაში საიჯარო ურთიერთობაზე ვრცელდება ერთნაირი უფლებები და ვალდებულებები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ასევე, განსაზღვრავს ქვეიჯარის ცნებას, რომელიც გულისმობს მოიჯარეს მიერ, იჯარით აღებული ქონების იჯარით გაცემას, ანუ ქვეიჯარას

აღსანიშიშნავია, რომ მოიჯარეს არააქვს უფლება ქვეიჯარით გასცეს ქონება, თუ არ არსებობს მეიჯარეს თანხმობა.

რაც შეეხება იჯარის უფლების წარმოშობას, თუ იჯარის ვადა აღემატება ერთ წელს და ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიული პირი იჯარის უფლების წარმოშობისთვის სავალდებულოა მისი რეგისტრაცია საჯარო  რეესტრში.

იმისათვის, რომ დარეგისტრირდეს იჯარის ხელშეკრულება ორივე მხარე უნდა წარსდგეს საჯარო რეესტრის ოპერატორის წინაშე და ხელი მოაწეროს მათ მიერ წინასწარ გამზადებულ საბუთს, ან იჯარის ხელშეკრულება შეიძლება დამოწმდეს ნოტარიუსის მიერ და ერთ-ერთი მხარე წარადგენს ხელმოწერილ და დამოწმებულ ხელშეკრულებას საჯარო რეესტრში.

ჩვენს მიერ წარმოდგენილია იჯარის ხელშეკრულება ნიმუშის სახით, რომელშიც გაწერილია ძირითადი ასპექტები, უფლებები და მოვალეობები,  რომლებიც პრაქტიკაში ხშირად  გვხვდება საიჯარო ურთიერთობისას.

რა საკვირველია, აღნიშნული ხელშეკრულების მუხლები ან/და პუნქტები იცვლება მხარეთა შეთანხმების მიერ.

 

სხვა ხელშეკრულებების ნიმუშები შეგიძლიათ იხილოთ ამ გვერდზე.