2022 წლის 1 იანვრიდან მეწარმეთა შესახებ კანონში შევიდა ცვლილბეა და გაჩნდა ახალი ცნება სადამფუძნებლო შეთანხმება.
აღნიშნული დოკუმენტი არის სარეგისტრაციოდ სავალდებულო და შეიცვალს საწარმოს შესახებ ძირითად, სარეგისტრაციო ინფორმაციას.
მისი რეგისტრაცია ხდება მარეგისტრირებელ ორგანოში და ხელს აწერენ საწარმოს დამფუძნებლები. ხელმოწერების დამოქწება ნოტარიული წესით სავალდებულო არ არის,
საკმარისია ყველა წევრი გამოცხადდეს მარეგისტრირებელ ორგანოში და ოპერატორის წინაშე მოაწეროს ხელი. იმ შემთხვევაში, თუ ხელმომწერი პირი არის უცხო ენაზე მოსაუბრე,
დოკუმენტი უნდა შედგეს ორ ენაზე, საიდანაც ერთი აუცილებლად ქართული უნდა იყოს ხოლო მეორე – უცხოელი დამფუძნებლისთვის გასაგებ ენაზე.
შეზღუდული პასუხისმგებლობის სადამფუძნებლო შეთანხმება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას :
სადამფუძნებლო შეთანხმება წესდებასთან ერთად უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) სამეწარმეო საზოგადოების საფირმო სახელწოდებას;
ბ) სამეწარმეო საზოგადოების იურიდიულ მისამართს;
გ) ყოველი პარტნიორის/დამფუძნებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს − სახელს, გვარს, საცხოვრებელი ადგილის მისამართს და პირად ნომერს, ხოლო თუ პარტნიორი იურიდიული პირია − მის საფირმო სახელწოდებას, იურიდიულ მისამართს და საიდენტიფიკაციო ნომერს;
დ) სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის,
სამეთვალყურეო საბჭოს არსებობის შემთხვევაში − აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს წევრის საიდენტიფიკაციო მონაცემებს და უფლებამოსილების ვადას, თუ ასეთი ვადა განსაზღვრულია;
ე) გენერალური სავაჭრო წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში − მის საიდენტიფიკაციო ან სარეგისტრაციო მონაცემებს, აგრეთვე მისი უფლებამოსილების ვადას;
ვ) პარტნიორის წილის მმართველის არსებობის შემთხვევაში − მის საიდენტიფიკაციო ან სარეგისტრაციო მონაცემებს;
ზ) სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის,
სამეთვალყურეო საბჭოს არსებობის შემთხვევაში − აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობას და მათი დანიშვნისა და გათავისუფლების წესს,
თუ ეს საკითხები ამ კანონისგან განსხვავებულად არის მოწესრიგებული, ასევე აღნიშნულ წევრთა უფლებამოსილებას;