ერთი შეხედვით მარტივი საკითხია დღევანდელ საქართველოში თუმცა გააჩნია გარკვეული ნიუასები, რომელთაც შედგომ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ბიზნესის წარმატებაზე.
ყველაზე ხშირად კომპანიაში პრობლემები იქმნება, როდესაც პარტნიორები, რომელიც სხვადასხვა მიმართულებაზე პასუხიმგებლები არიან თავიანთ შეთანხმებას ან არასწორად გადაიტანენ წესდებაში ან საერთოდ არ დააფიქსირებენ. ასევე ხშირი შემთევვებია როდესაც მოგების განაწილებაზე შეთანხმებას არ აფიქსირებენ და იყენებენ შაბლონურ წესდებას, შემოყავთ ინვესტორები კომპანიაში და არ ითავლისწინებენ ორივე მხარის დაცვის მექანიზმებს. საფუძველშივე პარტნიორებს შორის სწორად ჩამოყალიბებული და კანონდმებლობაზე მორგებული ურთიერთობის წესები მომავალი წარმატების წინაპირობაა.
ასევე არცთუ იშვიათად პრობლემები იქმნება არასწორად შერჩეული სამართლებრივი ფორმიდან. ვინაიდან ბიზნესის რეგისტრაციისას როგორც წესი ავტომატურად ირჩევენ შპს-ს , რომელიც ყოველთვის არ არის ოპტიმალური ბიზნესისა და პარტნიორების ურთიერთობისასთვის.
კანონმდებლობა იცნობს: სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებას (სპს), კომანდიტურ საზოგადოებას (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას (შპს), სააქციო საზოგადოებას (სს) და კოოპერატივს. აგრეთვე ინდივიდუალურ მეწარმის ცნებას – რომელიც იურიდიული პირი არაა თუმცა ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას.