იურიდიული მომსახურება ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა საბუღალტრო მომსახურებასა და აუდიტთან ერთად.
- კონსულტაცია
- დოკუმენტაციის მომზადება
- წარმომადგენლობა
- შემოწმება
იურიდიული აუთსორსინგი
ჩვენს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში კომპანიების უდიდეს ნაწილს არ აქვს შტატში იურისტის ყოლის აუცილებლობა. გარდა ამისა პრაქტიკა აჩვენებს, რომ იურისტის ან იურიდიული მომსახურების საერთოდ არ ქონის პირობებში ხელშეკრულების შედგენის, რევიზიისა და სხვა იურიდიული შინაარსის საქმიანოსბის გაკეთება ხშირად უწევთ ბუღალტრებს ან ოფისმენეჯერებს რაც ხშირად იწვევს გაუგებრობებს, ფინანსურ ზარალს და სხვა პრობლემებს. ასეთი კომპანიები იურისტს/ადვოკატს მიმართავენ მხოლოდ დადმდგარი პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა დაგვიანებული რესგირების გამო აღნიშნული პრობლემების მოგვარება ზოგჯერ შეუძლებელია.
კომპანიისათვის იურიდიული მომსახურების მთავარი მნიშნვნელობა არა პრობლემის მოგვარებაშია არამედ პრობლემის არწარმოქმნაში.
რას მოიცავს იურიდიული აუთსორსინგი:
– კონსულტაციას.
– ხელშეკრულებების და დოკუმენტების მომზადება/რევიზია.
– მოლაპარაკებებში მონაწილების მიღება.
– საადვოკატო მომსახურება.
– ადმინისტრაციულ ორგანოებთან კომუნიკაცია.
მომსახურების ღირებულება – თვეში 295 ლარიდან.
სასამართლო წარმომადგენლობა
თუ დარღვეულია თქვენი უფლება და მისი სასამრთლო წესით დაცვა ხდება აუცილებელი გთავაზობთ – საადვოკატო მომსახურებას.
ჩვენ გავწევთ მომსახურებას სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიების საქმეებზე.
მომსახურების გაწევა ხდება:
– პირველი ინსტანციის სასამართლოში.
– სააპელაციო სასამართლოში.
– საკასაციო სასამართლოში.
– საკასაციო სასამართლოში.
ანალოგიურ მომსახურებას იღებთ, თუ თქვენ ხართ მოპასუხის სტატუსით ანუ თქვენს წინააღმდეგ შეტანილია სარჩელი.
სასამართლო წარმომადგენლის მომსახურება ასევე მოიცავს სასამართლოს დასრულების შემდგომ სააღსრულებლო ორგანოებში წარმომადგენლობასაც.
მომსახურების ღირებულება – 1180 ლარიდან.
უძრავი ქონების რეგისტრაცია
საქართველოში მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ დაურეგისტრირებელია, უამრავ მოქალაქეს გააჩნია რეალურ მფლობელობაში მიწები და მოუწესრიგებელი დოკუმენტაციის, დაკარგული არქივებისა და სხვა მრავალი მიზეზის გამო ვერ ახდენს საკუთრებად რეგისტრაციას და მათ სრულყოფილ მფლობელობასა და განკარგვას. ჩვენი კომპანიის იურისტებს გააჩნიათ დიდი გამოცდილება აღნიშნულ სფეროში და შეუძლიათ გაგიწიონ დახმარება საკუთრების რეგისტრაციაში. მომსახურება მოიცავს ყველა ეტაპს განცახდების შედგენას და დოკუემტაციის დალაგებას, ასევე დოკუმენტაცის მოძიება, იდენტიფიცირება, აღიარების კომისიაზე წარმოადგენლობა და საწიროების შემთხევვაში სასამართლო წარმომადგენლობას.
მომსახურების ღირებულება – 590 ლარიდან.
იურიდიული კონსულტაცია
სამომავლო გეგმების ან დამდგარი პრობლემის მოგვარების გზის ასარჩევად, კომპანიებს ხშირად ჭირდებათ სამართლებრივი კონსულტაცია, როგორც ერთჯერადი მომსახურების სახე.
ჩვენი კომპანია გაგიწევთ კონსულტაციას სამართლის შედეგ დარგებში:
– საგადასახადო სამართლის საკითხებზე.
– სამეწარმეო სამართლის საკითხებზე.
– სამოქალაქო და სახელშეკრულებლო სამართლის საკითხებზე.
– შრომის სამართლის საკითხებზე.
– უძრავი ქონების რეგისტრაციის საკითხზებზე.
– სამშენებლო სამართლის საკითზებზე.
– ადმინისტრაციული სამართლის საკითხებზე.
იურიდიული მომსახურება
მომსახურების ღირებულება – საათი 100 ლარი.
ხელშეკრულების მომზადება/რევიზია
მომსახურების გაწევა ხორციელდება ერთჯერადად, როდესაც კომპანიისათვის მნიშვნელოვანი კონტრაქტია გასაფორმებელი. მოვამზადებთ თქვენზე მორგებულ ხელშეკრულებას ან ხელშეკრულების შაბლონს სადაც გათვალისწინებული იქნება თქვენი გარიგების ნიუანსები, ინტერესები და განეიტრალებული იქნება რისკები. ანალოგიურად თუ თქვენი პარტნიორი ან პოტენციური პარტნიორი გთავაზობთ ხელშეკრულების საკუთარ ვერსიას და გსურთ თავი დაიზღვიოთ გაუთავლისწინებელი სიტუაციისაგან შევამოწმებთ, გამოვავლენთ გავანეიტრალებთ.
აღნიშნულ სერვისთან არის დაკავშირებული აგრეთვე შემდეგი სახის სერვისი – მოლაპარაკებებში მონაწილეობა. ხორციელდება იურისტის დაწრება მოლაპარაკებაზე და სწორი იურიდიული ფორმების შეთავაზება, რჩევების მიცემა ასევე მოლაპარაკების შედეგების დაფიქსირება და მის საფუძველზე ხელშეკრულების შედგენა.
ხელშეკრულების ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.
მომსახურების ღირებულება – 236 ლარიდან.
დეტალებისათვის დარეკეთ: +995 555 27 96 96