ფინანსური ანგარიშგება
საქართველოში რეგისტრირებულ ყველა იურიდიულ პირს წელიწადში ერთხელ წარმოექმნება ვალდებულება წარადგინოს ფინანსური ანგარიშგება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშგების პორტალზე .
ფინანსური ანგარიშგება წარმოადგენს პირის ფინანსური მდგომარეობის აღწერას საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში და ფინანსურ სურათს მის მიერ განხორციელებულ სამეურნეო ოპერაციებზე, აგრეთვე ინფორმაციას კონკრეტული თარიღისთვის რა ვალდებულებები გააჩნია პირს, რას ფლობს ის და როგორია მისი კაპიტალი.
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ კანონის თანახმად, პირი ვალდებულია მისთვის ანგარიშგება და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუდიტორული დასკვნა ერთად, წარადგინოს არაუგვიანეს საანგარიშგებო პერიოდის მომდევნო წლის 1 ოქტომბრისა.
არსებობს ოთხი კატეგორიის საწარმო:
პირველი კატეგორიის საწარმო რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:
ა) აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონს ლარს აღემატება;
ბ) შემოსავალი 100 მილიონ ლარს აღემატება;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს აღემატება
მეორე კატეგორიის საწარმო, რომელიც არ არის მესამე ან მეოთხე კატეგორიის საწარმო და რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:
ა) აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს არ აღემატება;
ბ) შემოსავალი 100 მილიონ ლარს არ აღემატება;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს არ აღემატება.
მესამე კატეგორიის საწარმო, რომელიც არ არის მეოთხე კატეგორიის საწარმო და რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:
ა) აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს არ აღემატება;
ბ) შემოსავალი 20 მილიონ ლარს არ აღემატება;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 50-ს არ აღემატება.
მეოთხე კატეგორიის საწარმო, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:
ა) აქტივების ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს არ აღემატება;
ბ) შემოსავალი 2 მილიონ ლარს არ აღემატება;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 10-ს არ აღემატება.
არსებობს ასევე ჯგუფური ანგარიშგება, როდესაც ბარდება მშობელი საწარმოსა და ყველა მისი შვილობილი საწარმოს კონსოლიდირებული ანგარიშგება.
ანგარიშგების წარდგენის ვადის დარღვევის შემთხვევაში, გამოიყენება სანქციის ზომებს – წერილობით გაფრთხილებას ან/და ფულად ჯარიმას.
ჯარიმის ოდენობა შეადგენს:
ა) მეოთხე კატეგორიის საწარმოსთვის – 500 ლარი;
ბ) მესამე კატეგორიის საწარმოსთვის – 1 000 ლარი;
გ) მეორე კატეგორიის საწარმოსთვის – 5 000 ლარი;
დ) პირველი კატეგორიის საწარმოსა და სდპ-ისათვის 10 000 ლარი.
სამართალდარღვევებისათვის შესაძლებელია ფულადი ჯარიმის ნაცვლად წერილობითი გაფრთხილება იქნეს გამოიყენებული.
იმ შემთხვევაში, თუ საწარმო ერთი თვის ვადაში არ გადაიხდის მასზე დაკისრებულ ჯარიმას ან/და არ შეასრულებს გაფრთხილებით დაკისრებულ ვალდებულებას პირს უორმაგდება დაკისრებული ჯარიმის ოდენობა.
სხვა სტატიებს შეგიძლიათ გაეცნოთ აღნიშნულ ბმულზე.