პერსონალური მონაცემები არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება.
ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ
ან არაპირდაპირ მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით და სხვა. გარდა აღნიშნულისა, არსებობს,
ასევე, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები, რომელიც უკავშირდება ფიზიკური პირის
რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს და სხვა.
პერსონალური მონაცემების სუბიექტი არის ნებისმიერი ფიზზიკური პირი, რომელზეც შეიძლება ზემოთხსნეებული ინფორმაციის მოძიება და დამუშავება.
თავის მხვრივ დამუშავება გულისხმობს მონაცემთა შეგროვება, ფოტოგადაღება, გამჟღავნება და სხვა ნებისმიერი ქმედება, რაც შეიძლება განხორციელდეს მონაცემთა მიმართ.
არსებობენ მონაცცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი და უფლებამოსილი პირები. უ
ფლებამოსილი არის ის პირი (ფიზიკური, იურიდიული,საჯარო), რომელიც მონაცემებს ამუშავებს დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ან მისი სახელით
ხოლო პასუხისმგებელი არის პირი (ფიზიკური, იურიდიული,საჯარო), რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს.
ფიზიკურ პირს, რომლის პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება ხორციელდება, აქვს გარკვეული უფლებები, რომელიც კანონით არის გათვალისიწნებული.
ფიზიკურ პირს აქვს უფლბა პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისთის პასუხისმგებელ პირს მოთხოვოთ დასტური მონაცემების დამუშავების შესახებ, მოითხოვოს გასწორება, განახლება ან/და შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, დაბლოკვა, გადატანა.
ფიზიკური პირის პერსონალური მონაცემების დამუშავების უფლებების ან/და საქართველოს კანონის დარღვევა იწვევს მონაცემების დამმუშავებლის პასუხისმგებლობას ( X თავი). პასუხისმგებლობა შეიძლება განსიაზღვროს ან გაფრთხილებით პერსონალური მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ ან დაჯარიმებით.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოში არსებობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, რომელიც ახორციელებს საქართველოში მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლს.
იმ შემთხვევაში, თუ პირი თვლის რომ დარღვეულია მისი უფლება,
მას შეუძლია მიმართოს აღნიშნულ სამსახურს და მოითხოვოს მისი უფლებების დაცვა ან/და აღდგენა.
სხვა სტატიებს შეგიძლიათ გაეცნოთ აღნიშნულ ბმულზე.