შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით
თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული შეესაბამება თუ არა კანდიდატი თქვენს მოთხოვნებს და შეეწყობა თუ არა იგი კოლექტივს.
თქვენ შეგიძლიათ გააფორმოთ მასთან ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით.
სამწუხაროდ ამ მექანიზმს ზოგიერთი დამსაქმებელი იყენებდა ბოროტად, თუმცა კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ვფიქრობთ, რომ მეტ-ნაკლებად მიღწეულია პარიტეტი დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის.
ახლა კი ცოტა უფრო ვრცლად და დეტალურად.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-17 მუხლი აწესრიგებს შრომითი ურთიერთობის ერთ-ერთ სახეს, შრომითი ხელშეკრულების დადებას გამოსაცდელი ვადებით.
აღნიშნული მუხლი დამსაქმებელს აძლევს საშუალებას „შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენას“,
თუმცა, ხაზი უნდა გაესვას, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, დასაქმებულსაც ეძლევა საშუალება გაეცნოს გარემოს,
უფლება/მოვალეობებს და მიიღოს გადაწყვეტილება, რამდენად მისაღებია მისთვის ვაკანტური ადგილი.
გამოსაცდელი ვადით შრომითი ხელშეკრულების დადების უფლება დამსაქმებელს დასაქმებულთან აქვს ექვსი თვის ვადით ერთხელ და ერთ პოზიციაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი შრომითი ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, გამოსაცდელი ვადით დადებული ხელშეკრულების შეწყვეტა ბევრად მარტივია,
შესაძლებელია ნებისმიერ დროს და მასზე არ ვრცელდება შრომის კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები, მისი გაფორმება ხდება მხოლოდ წერილობით.
ის ფაქტი, რომ შრომის კოდექსით მხარეებს არაავქთ ვალდებულება გამოსაცდელი ვადით დადებული ხელშეკრულების შეწყვეტისას გამოიყენონ სშკ-ს 48-ე მუხლი,
არ ზღუდავს მათ გაფორმებულ ხელშეკრულებაში შეიტანონ აღნიშნული უფლებ-მოვალეობა და იხელმძღვანელონ სშკ-ში გაწერილი წესებით.
2013 წლის 12 ივნისიდან სშკ-ში შევიდა ცვლილება და დამსამქებელს წარმოეშვა ვალდებულება აანაზღაუროს გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დასაქმებულის მიერ შესრულებული სამუშაო.
ანაზღაურებაზე სშკ არ ადგენს შეზღუდვებს ან პირობებს და სრულ თავისუფლებას აძლევს მხარეებს თავად განსაზღვრონ გადახდის პირობები, ანაზღაურების რაოდენობა და სხვა.
გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, გასულია თუ არა ხელშეკრულების მოქმედების ვადა,
მხარეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ როგორც შეწყვიტონ მოქმედი გამოსაცდელი ვადით დადებული ხელშეკრულება, ასევე, გააფორმონ ძირითადი ვადიანი ან უვადო შრომითი ხელშეკრულება.
სშკ ასევე ავალდებულებს დამსაქმებელს გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში დასაქმებულს შესრულებული სამუშაო აუნაზღაუროს ნამუშევარი დროის შესაბამისად.
ბოლოთქმა. ამ მეთოდით შეგიძლიათ პრაქტიკაში შეამოწმოთ რამდენად შეესაბამება კანდიდატი თქვენს მოთხოვნებს და მოლოდინებს და შესაბამისობის შმეთხვევაში გააფორმოტ მასტან გრძელვადიანი კონტრაქტი
ან შეუსაბამობის შემთხვევაში მარტივად, სწრაფად და უმტკივნეულოდ გაწვითოთ მასთან თანამშრომლობა.
ასევე მნიშნვნელოვანია ეს მექანიზმი დასაქმებულისათვისაც ვინაიდან ის თავისი მხრივ უყურებს კომპანიას
შიგნიდან და აფასებს რამდენად შეესაბამება ეს თუ ის კომპანია მის მოლოდინებს და მოთხოვნებს.
ხოლო ამ მეთოდით უარყოფი მხარე კი იმაშ მდგომარეობს,
რომ თქვენთვის შესაბამის კანდიდატს ასევე სწრაფად და მარტივად შეუძლია თქვას თქვნს კომპანიაში მუშაობაზე უარი და გადავიდეს სხვა კომპანიაში.
შრომითი ხელშეკრულების ნიმუშები შეგიძლიათ იხილოთ ამ გვერდზე.
ასევე თუ თქვენ გჭირდებათ თქვენზე მორგებული შრომითი ხელშეკრულების შედგენა. ეწვით ამ გვერდს და ჩვენი იურისტები გაგიწევენ კვალიფიციურ მომსახურებას.