ინვოისის ნიმუში

ინვოისი

ინვოისი წარმოადგენს ფინანსურ დოკუმენტს, რომელსაც გამყიდველი ან/და მომსახურების გამწევი წარუდგენს თავის კლიენტს. ინვოისს არ გააჩნია კონკრეტული ფორმა, თუმცა აღნიშნულ დოკუმნტში მოცემული უნდა იყოს  რეკვიზიტები და ინფორმაცია რაც მნიშვნელოვანია და სავალდებულოა ანგარიშსწორებისათვის, ისეთები, როგორებიც არის : ინვოისის გამომწერისა და მიმღების რეკვიზიტები (სახელი ან/და სახელწოდება, პირადი ან/და საიდენტიფიკაციო ნომერი), გაწეული მომსახურებისა ან გაყიდული საქონელის ჩამონათვალი, ინვოისის გამოწერის თარიღი, ასანაზღაურებელი თანსის მოცულობა, გადახდის პრინციპი, გადახდის ვალუტა და სხვა.

ინვოისების შედგენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბუღალტრულ აღრიცხვაშიც, მისი მეშვეობით ორივე მხარეს, როგორც ინვოისის წარმდგენს, ასევე მიმღებს, შეუძლიათ აკონტროლონ და აწარმოონ ხარჯებისა ან/და შემოსახველბის აღრიცხვა. ინვოისი წარმოადგენს ერთ-ერთ დამადასტურებელ საბუთს, თუ რა ვადაში და რა მოცულობით უნდა გადაიხადოს თანხა ინვოისის მიმღებმა.

ინვოისი წარმოადგენს შიდა აღრიცხვის კონტროლის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ელემენტი.  ინვოისს ენიჭება უნიკალური იდენტიფიკატორი-დოკუმენტის ნომერი, რომელიც ამარტივებს ჩარიცხვების კონტროლს გამოწერილი დოკუმენტის შესაბამისად. ის შეიძლება გაიცეს ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით.

ინვოისის გამოწერის მთავარი მიზანი არის მიმღებისთვის ინფორმაციის მიწოდება რა მოცულობის თანხა არის გადასახდელი რა ვადებში და პირობებით.

ჩვენს მიერ წარმოდგენილია ინვოისი ნიმუშის სახით, რომელშიც მოცემულია ის ძირითადი ინფორმაცია, რომლეიც საჭიროა დოკუმენტის სრულყოფილად შედგენისათვის.

შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდი. 

სხვა ფინანსური დოკუმენტაციის ნიმუშები შეგიძლიათ იხილოთ ამ გვერდზე.