რა შემთხვევაშია სავალდებულო იჯარის რეგისტრაცია ?

იჯარის რეგისტრაცია ზოგიერთ შემთხვევაში მაინც სავალდებულოა, მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო კოდექსში არაფერი წერია იჯარის რეგისტრაციის სავალდებულობის შესახებ, განსხვავებით, მაგალითად, უძრავი ქონების შეძენისაგან, სადაც სამოქალაქო კოდექსი აწესებს რომ უძრავი ქონების შეძენა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც ეს გარიგება რეგისტრირებულია საჯარო რესტრში.

აღნიშნული ვალდებულება დაწესებულია საჯარო რეესტრის შესახებ კანონით.

კერძოდ 11-ე მუხლის 5-ე პუნქტიტ განსაზღვრულია, რომ იჯარის ხელშეკრულება რომელიც გაფორმებულია ერთ წელზე მეტი ვადით ან რომელიც გრძელდება ფაქტობრიდავ წელიწადზე მეტხანს აუცილებელია მათი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

აღნიშნული წესი ეხება იმ იჯარებს რომლებშიც ერთი მხარე მაინც არის კერძო სამართლის იურიდიული პირი ანუ ნებისმიერი შპს, ინდმეწარმე, სს და ა.შ.

აღნიშნული ვალდებულება ასევე ეხება ქვეიჯარასაც.

რეგისტრაციის პროცედურა.

რეგისტრაცია ხდება იუსტიციის სახლში, რეგისტრაციისთვის საჭიროა რომ მხარეები მივიდნენ ადგილზე, მოაწერონ ხელშეკრულებას ხელი ოპერატორის თანდასწრებით და გაკეთონ განცხადება რეგისტრაციაზე.

ან შესაძლებელია მეორე ვარიანტიც თუ მხარეები ნატარიალურად დაამოწმებენ იჯარის ხელშეკრულებას, ერთ რომელიმე მხარეს შეუძლია წარადგინოს რეესტრში ეს ხელმოწერილი ხელშეკრულება და დაარეგისტრიროს.

სტანდარტული რეგისტრაციის ვადაა 4 დღე და ღირს 150 ლარი (2023 წლის ივლისის მდგომარეობით) ამას ემატება ხელმოწერების დამოწმების ღირებულება 7-7 ლარი.

არის დაჩქარებული რეგისტრაციის პროცედურაც მეორე დღეს ან იმავე დღეს 270-350 ლარი.

რეგისტრაციის შეყვწეტა.

იჯარის შეწყვეტის რეგისტრაციისათვის აუცილებელი იგივე პროცედურის გავლა. ხოლო თუ იჯარის ვადა ამოიწურა ერთ-ერთი მხარის განცხადების საფუძველზე ხდება შეწყვეტის რეგისტრაცია.

იჯარის შეწყვეტის რეგისტრაცია ასევე შესაძლებელია ცალმრხრივადაც.

იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ცალმხრივად შეწყვეტის უფლება. ასევე თუ შეწყვეტა ხდება იმის გამო რომ მეორე მხარეს დარვეული აქვს ვალდებულება, რეესტრში წარდგენილი უნდა იყოს აღნიშნული დარღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი.

რა შედეგები შეიძლება მოყვეს იჯარის დაურეგისტირებლობას?

ვინაიდან იჯარის ხელშეკრულების ნამდვილობისთვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ ადგენს ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის აუცილებლობას

(იმის გამო რომ საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაცია არ წარმოადგენს გარიგების ფორმას) იგი ნამდვილია მხარეთავის და მისი პირობების შესრულება სავალდებულოა.

დაურეგისტრირებლობას შეიძლება შედეგები ქონდეს მხოლოდ მესამე პირებისთვის მათი უფლებების დაცვისა სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისათვის.

ასევე წლებია აღარ მოქმედებს საგადასახადოს მიდგომა რომლითაც, იჯარა თუ იგი რეგისტრირებული არ იყო მოგების გადასახადის გამოთვლისას არ ჩაითვლებოდა ხარჯად.

იჯარის ხელშეკრულების ნიმუში

თუ თქვენ გჭირდებათ თქვენზე მორგებული იჯარის ხელშეკრულების მომზადება ეწვიეთ ამ გვერდს. 

იუსტიციის სახლის ვებ-გვერდი.