ნარდობის ხელშეკრულება

ხელშეკრულება მომსახურების გაწევის შესახებ

წინამდებარე სტატია განკუთვნილია არაიურისტებისათვის და მიზნად ისახავს ფართო აუდიტორიისათვის გასაგებ ენაზე  ახსნას, თუ რა არის ნარდობის ხელშეკრულება.

პირველ რიგში ტერმინი. მომსახურების გაწევის ხელშეკრულებას სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად ეწოდება ნარდობის ხელშეკრულება.

რა არის ნარდობა? ნარდობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული  ხელშეკრულების ტიპია.

რემონტის გაკეთება, ავეჯის შეკვეთა, გაფუჭებული კომპიუტერის შეკეთება, კონდიციონერის დაკიდება თუ ხელშეკრულების მომზადება ყველა ნარდობის ხელშეკრულებაა.

რა თქმა უნდა თუ თქვენ შტატში არ გყავთ ელექტრიკოსი ან იურისტი.

ხელშეკრულების მხარეებია მენარდე იგივე შემსრულებელი და შემკვეთი.

აღნიშნული მომსახურების მიღებისას ხელშეკრულებას ხელი რომც არ მოეწეროს და მხოლდო ინვოსი გამოიწეროს მაინც ითვლება რომ დადებულია ნარდობის ხელშეკრულება.

ოღონდ ზეპირი ფორმით და დავის შემთხვევაში სასამართლო განიხილავს კოდექსში ჩაწერილი ნარდობის ხელშეკრულების მუხლების შესაბამისად.

განსხვავება შრომითი ხელშეკრულებისაგან. არის გარკვეული მსგავცებაც ამ ორი ტიპის ხელშეკრულებებს შორის თუმცა არის არსებითი განსხვავება.

ასეთ შემთევაში როდესაც თქვენი თანმშრომელი ელექტრიკოსი შეაკეთებს დაზიანებულ გაყვანილობას, ის თქვენთან შრომით ურთიერთობაში იმყოფება ხოლო იმ შემთევვაში თუ თქვენ ქირაობთ გარეშე ინდმეწარმეს, შპს -ს ან თუნდაც ფიზიკურ პირს დაზინებული ელექტროგაყვანილობის შესაკეთებლად ეს ნარდობის ხელშეკრულებაა.

აღნიშნულ ხელშეკრულებაში შემსრულებელი ანაზღაურებას იღებს შესრულებული სამუშაოსა და შედეგის მიხედვით, შემსრულებელი თვითონ გეგმავს თავის სამუშაოს და მომსახურებას უწევს სხვადასხვა დამკვეთებს.

ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ დამოუკიდებელია დამკვეთისაგან და მიზანია შედეგი და არა პროცესი.

ნარდობის ხელშეკრულება შეიძლება იყოს ერთჯერადიც და გრძელვადიანიც, ასევე შეიძლება იყოს რაიმე მომსახურების გაწევაზე ან რაიმე ნივთის დამზადებაზე.

ნარდობის ხელშეკრულებას თუ იგი რთული ან მოცულობითი სამუშაოს შესრუელბას გულისხმობს შეიძლება ახლდეს დანართები.

მაგალითად შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალით, ხარჯთაღრიცხვით  ან სამუშაოების შესრულების გრაფიკით.

ასეთ შემთხვევაში ხელშეკრულების ტექსტში უნდა იყოს ჩაწერილი რომ ესა თუ ის საკითხი დეტალურად გაწერილია დანართებში, დანართები უნდა იყოს ხელმოწერილი და შემდგომ ისენი შეადგენენ ხელშეკრულების ნაწილს და სავალდებულოა შესასრულებლად.

ხელშეკრულების ნიმუში

როგორც ნარდობის ასევე სხვა ტიპის ხელშეკრულებები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი საიტის ამ გვერდზე. გადმოიწეროთ და გამოიყენოთ.

ხელშეკრულების თარიღები, მხარეთა რეკვიზიტები, თანხები და მსგავსი ინფორმაცია გაწითლებულია რათა გაგიადვილდეთ შევსება.

წინამდებარე ხელშეკრულებები წარმოადგენენ ხელშეკრულებების განზოგადებულ ფორმას და პირობები შედგენილია ისე რომ მოერგოს ყველანაირ შემთხვევას.

ნარდობის ხელშეკრულება

ნარდობა/კონტრაქტი